შეხვედრა და პრეზენტაცია ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში

მწერალთა სახლის ორგანიზებით და ,,თბილისი- წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან” თანამშრომლობით ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში საბავშვო მწერალ ვასილ გულეურთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე ქართველი საბავშვო მწერლის, მარიამ წიკლაურის წიგნის Una Domenica Insolita-ის იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ წიგნის იტალიელი გამომცემელი Giuliano Ladolfi და მთარგმნელი ნუნუ გელაძე.

წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით იტალიაში 2021 წელს გამოიცა.

21-24 მარტს ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე   საქართველო „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული სტენდით  წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები