ატლანტაში, ქართული კრეატიული კომუნიკაციების ცენტრ “ივერიის” ფილიალი გაიხსნება

12 მარტს, ამერიკაში, ატლანტაში, ევროპული გამოცდილების ქართული ცენტრის მიერ ქართული კრეატიული კომუნიკაციების ცენტრ “ივერიის” ფილიალი გაიხსნება. ინფორმაციას ქართული კრეატიული კომუნიკაციების ცენტრის „ივერია“ დამფუძნებლის, ირაკლი რუსია ავრცელებს.  იმავე დღეს ჩატარდება საქველმოქმედო ღონისძიება უკრაინელების დასახმარებლად. 
ატლანტის კრეატიული კომუნიკაციის ფილიალის გახსნის მიზანია ქართველ ბავშვებს შეუქმნათ ქართული სასწავლო გარემო , სადაც საკვირაო სკოლის ქართული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქართველი ბავშვები და ყველას ვისაც ქართული ენის შესწავლა სურს , შეისწავლიან ქართულ ენას , ლიტერატურას , გეოგრაფიას, ისტორიას და რაღა თქმა უნდა ეზიარებიან ქართულ ხელოვნებას. ქართული საკვირაო სკოლის შექმნა ჯორჯიის შტატში ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განვითარება, ტურიზმის განვითარება, საქმიანი ურთიერთობები და მრავალი სხვა. ოფიციალურ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ: ასოციაცია თვისტომი – ქართული სათვისტომო ორგანიზაცია აშშ -ში, თავმჯდომარე  ნიკოლოზ ჩხეიძე; ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია, GDIC; ადგილობრივი ხელისუფლების სენატორები და კონგრესმენები .
ფილიალს უხელმძღვანელებს : ქართულ –  ამერიკული ურთიერთობების, განათლების, ტურიზმისა და ბიზნეს სფეროში წარმატებული მოღვაწე ნინა კიკნაძე. პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და სპორტის , ქართული ღვინის , ტურიზმის, პოპულარიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ღონისძიება გაიმართება ვაშინგტონში საქართველოს საელჩოსა და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
პატივისცემით : ქართული კრეატიული კომუნიკაციების ცენტრ “ივერიის”
საორგანიზაციო ჯგუფი ;
ნინა კიკნაძე
ირაკლი რუსია
პაატა ასათიანი .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები