დავით ადამია გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში იმყოფებოდა

მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დავით ადამია გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საფრანგეთში, University of Angers-ში. მან ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლა ESTHUA, National Tourism Institute-ში ღვინის ტურიზმის მიმართულებით.
გაცვლითი პროგრამა ხორციელდება Erasmus+ ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
თავისუფალი  უნივერსიტეტის ინფორმაციით, დავითს ასევე გავლილი აქვს ორთვიანი საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში, Breisach am Rhein-ში, კერძო მეღვინეობა – Markovic Winery-ში, სადაც მუშაობდა რთველში მეღვინის დამხმარედ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები