ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში FITUR- ში მონაწილეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე FITUR-ში მონაწილეობს.
ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს.
წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და DMO იმერეთი.