საბერძნეთში დიასპორული ორგანიზაციის “ათინათი 60”-ის პრეზენტაცია გაიმართა

2021 წლის 26 დეკემბერს, საბერძნეთში,  ახლად დაარსებული დიასპორული ორგანიზაციის “ათინათი 60” -ის ოფიციალური საზეიმო წარდგინება და პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ელჩი დავით დონდუა და საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე დაესწრნენ.

„ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზო დაშნიანმა სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩი მიესალმა და ორგანიზაციას ,,ათინათი 60” წარმატებები უსურვა.

ელჩმა დავით დონდუამ ისაუბრა დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა მათდამი საელჩოს მხარდაჭერა“, – ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება გაიმართა ქართულ-ბერძნულ  კულტურის და განათლების ცენტრში ,,არმაზი”. აქვე, შედგა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა.

ღონისძიება შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარდგენილი კულტურული ნომრებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები