საქართველო დოჰაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

8-11 ნოემბერს, კატარის ტურიზმის საბჭოს (Qatar Tourism Council) ორგანიზებით, ქალაქ დოჰაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა – Hospitality Qatar 2021. კატარის ავიახაზების და კატარში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, გამოფენაზე საქართველო კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩომ წარმოადგინა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კატარში მოღვაწე 20-მდე ტურისტულ კომპანიასთან. დაინტერესებულ პირებს და ტურ-ოპერატორებს მიეწოდათ ინფორმაცია COVID-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით საქართველოში მოგზაურობის წესების და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. საერთაშორისო გამოფენას ოთხი დღის განმავლობაში 10.000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები