თავისუფალი უნივერსიტეტი სამართლის სკოლის სტუდენტები სებასტიან ვან დროგენბრუკის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ

ბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი სამართლის სკოლის სტუდენტები ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ სებასტიან ვან დროგენბრუკის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრების (Sébastien Van Drooghenbroeck Mock Trial Competition on the European Social Charter) გამარჯვებულები გახდნენ.
კონკურსში მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ალექსანდრე მიქელაძე, ვალერი სიდამონიძე, საბა სარჯველაძე. Ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსი შედგებოდა წერილობითი და ზეპირი რაუნდებისგან. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა წარმატებით გადალახა წერილობითი ეტაპი და გადავიდა ზეპირ რაუნდებში, სადაც დაუპირისპირდა საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთისა და უნგრეთის უნივერსიტეტების გუნდებს. ზეპირი რაუნდების საწყის ეტაპზე სტუდენტებმა მოიპოვეს საუკეთესო მოსარჩელის ტიტული, ხოლო ფინალში გაიმარჯვეს საუკეთესო წერილობითი ნაშრომის ნომინაციაში და საბოლოოდ დაიკავეს პირველი ადგილი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ისტორიაში 2022 წელს გამარჯვება იტალიის University of Ferrara-ის გუნდმა მოიპოვა, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი გახდა მეორე არაფრანკოფონული გამარჯვებული ამ კონკურსის ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები