ისტორიაში პირველად საქართველომ „სთრონგმენების“ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატი „სთრონგმენის“ ძველი სკოლის წესებით ჩატარდა. ქართველმა სპორტსმენებმა უფროსებს შორის შეჯიბრებაზე შვიდი მედალი მოიპოვეს, აქედან ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
უფროსებს შორის ჩემპიონობა თორნიკე სამხარაძემ (-90 კგ), ლაშა ჯოხაძემ (-105 კგ), ვალიკო ფიფიამ (-120 კგ) და ავთანდილ ყარმაზანაშვილმა (+120 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ნიკა სამხარაძე (80 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ჯუმბერ ნავერიანმა (90 კგ) და ჭაბუკი ჭიღლაძემ (+120 კგ) მოიპოვეს.
ღონისძიებას საქართველომ პირველად უმასპინძლა და მასში 11 ქვეყნის 100-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.