კონსერვატორიაში ლეგენდარული ენიო მორიკონეს შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლეგენდარული კომპოზიტორის, მე-20 საუკუნის გამორჩეული მუსიკოსის — ენიო მორიკონეს შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
სპეციალურად ამ კონცერტისთვის საქართველოს სტუმრობს იტალიელი კომპოზიტორი — პაოლო ვივალდი, მორიკონეს ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე და ახლო მეგობარი, რომელიც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს იმ მუსიკას, რომელმაც კინოს ისტორია შეცვალა.
გაიჟღერებს მელოდიები ფილმებიდან:
- Cinema Paradiso
- The Good, the Bad and the Ugly
- Once Upon a Time in America
“პაოლო ვივალდი (რომი, 1964) — სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორია, რომელსაც თავად მორიკონე შემოქმედებითი ხაზის გაგრძელებად მიიჩნევენ.
კონცერტის ფარგლებში შესრულებულ ნამუშევრებზე საავტორო უფლების ფლობს თავად მოწვეული კომპოზიტორი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.