„შენ ვეფხისტყაოსნიდან შუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ, მე კი შენი ხელი მიჯნური“- გრიბოედოვის წერილი ნინო ჭავჭავაძეს

რუსი მწერალი და დიპლომატი – ალექსანდრე გრიბოედოვი წერილებს უმშვენიერეს ქართველ მეუღლეს – ნინო ჭავჭავაძეს ხშირად სწერდა, წყვილის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დამთავრდა,ჯვრისწერიდან რამდენიმე თვეში დიპლომატი გრიბოედოვი ირანში მოკლეს, საქართველოში სილამაზით განთქმული ნინო კი აღარასოდეს გათხოვილა..

„მე ფრთები მინდა, რომ ისევ ავმაღლდე. მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები. შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთლისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ. შენ ვეფხისტყაოსნიდან შუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ, მე კი შენი ხელი მიჯნური. რუსთაველი თუ უმღერდა ჩვენს სიყვარულს ნინო, მხოლოდ რუსთაველი, აღმოსავლეთის დანტე! შენა ხარ პოემა პირველი სიყვარულისა, შენა ხარ ნუშის პირველი ყვავილობა და ჩემი ცხოვრების ვარდის ფურცლობაც შენა ხარ, ნინო…

მჯერა,როდესაც ნევაზე გატყდება ყინული და ზამთრის სასახლესთან გაზაფხული ალანქერდება, მე ისევ გიხილავ შენ… მე მოვყვები გაზაფხულის პირველ შხაპუნა წვიმას საქართველოში. მიწიდან პირველ იად ამოვალ… ყოჩივარდების კონას მოგიტან, მარცხენა ძუძუზე გეამბორები და შენს ბაგეებს მოვწყვეტ პირველი სასიყვარულო პაემანის უბიწო ამბორს. პირველ პაემანზე, მერცხლებთან ერთად დამელოდე საქართველოში… მე და გაზაფხული ერთად მოვალთ… მახათას მთაზე გაზაფხულის პირველი მეხი, რომ იქუხებს, ის ჩემი მოსვლის ნიშანი იქნება. პირველი სიყვარულის ბარათით პირველ პაემანს გინიშნავ, ნინო.

გკოცნი…“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები