ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მოკლე სია ცნობილია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მოკლე სია ცნობილია.

ჟიურიმ  გრძელ სიაში წარმოდგენილი 33 ნაწარმოები შემდეგი კრიტერიუმებით  შეაფასა: ნაწარმოების შესაბამისობა ლიტერატურული პრემიის კონცეფციასთან, მისი გავლენა საზოგადოებაში ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეების სულისკვეთების განვითარებაზე და ტექსტის მხატვრული ღირებულება.

ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მოკლე სიაში შემდეგი ნაწარმოებები მოხვდა:

  • ნინო სადღობელაშვილი, „დაბადების დღე“, ინტელექტი, 2020
  • ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“, ინტელექტი, 2020
  • ლადო ფოჩხუა, „ენიკი ბენიკი“, ინდიგო, 2020“

ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ გამარჯვებულს, ჟიური 2021 წლის 29 სექტემბერს გამოავლენს.

ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრები არიან: ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი), ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (მთარგმნელი), ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურათმცოდნე), მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი).

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ქართული ლიტერატურული ინიციატივა დიდ მადლობას უხდის ყველა ავტორს და გამომცემლობას კონკურში მონაწილეობისთვის, აგრეთვე, ჟიურის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის.“ – ნათქვამია ქართული ლიტერატურული ინიციატივას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები