საკვირაო კიბერ სკოლის სტუდენტის მორიგი წარმატება

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საკვირაო კიბერ სკოლის სტუდენტი გიორგი მაისაშვილი გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში (Jacobs University Bremen) ჩაირიცხა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

„გიორგი მაისაშვილი სამი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საგანმანათლებლო აქტივობებში, კიბერ უსაფრთხოების ბანაკში და საკვირაო კიბერ უსაფრთხოების სკოლაში. 2019 წელს გიორგიმ კავკასიის უნივერსიტეტში ორგანიზებულ კიბერ უსაფრთხოების კონფერენციაზე “მომავალი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი” პირველი ადგილი დაიკავა.

ამ წლების განმავლობაში გიორგიმ გამოიჩინა თავი როგორც შრომისმოყვარე და ნიჭიერმა სტუდენტმა. აქვს შესრულებული სხვადასხვა პროექტები პროგრამირებაში და კიბერ უსაფრთხოებაში.“ – ნათქვამია Scientific Cyber Security Association – SCSA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები