ინფორმაცია გერმანიაში წამსვლელთათვის

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  1 აგვისტოდან გერმანიაში შესვლისას სავალდებულო ხდება  Covid-19-ის ნეგატიური ტესტის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ან სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ცნობების წარდგენა.

მოცემული რეგულაცია ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან მოემგზავრებიან. ამასთანავე, ტესტის/ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას. ზემოხსენებული ვალდებულება არ ეხება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.

„1 აგვისტოდან იცვლება ქვეყნების კორონავირუსის გავრცელების მიხედვით კლასიფიკაცია: უქმდება “ჩვეულებრივი” რისკის შემცველი ქვეყნების სია და რჩება მხოლოდ ორი: კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე და ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნები. სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები