აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ.

ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.

ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

უკრაინელი ტუროპერატორები აჭარაში 4 დღით იმყოფებიან და რეგიონს დღეს დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები