ნიუ – იორკში „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა შედგება

11 ივნისს, ნიუ – იორკში, ბრუკლინის ქართული კულტურის ცენტრის Dancing Crane Company- ს დარბაზში, ბავშვთა ქართული თეატრის სპექტაკლის – „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა შედგება. პრემიერამდე „ქართული კვირა“ ბრუკლინში დაუკავშირდა ქართული კულტურის ცენტრ დანსინგ ქრეინის მენეჯერს და საბავშვო თეატრის ხელმძღვანელს ცუცა კაპანაძეს და გაესაუბრა.

– „ეს სპექტაკლი ბავშვთა   დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. აქ თითქმის ყველა ასაკის ბავშვი მონაწილეობს – 3 წლიდან 12 წლის ჩათვლით, ასევე  მონაწილეობენ საბალეტო სტუდიის პატარა ბალერინები ანი გადელიას ხელმძღვანელობით.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო, 8 თვე მხოლოდ ონლაინ რეპეტიციები გვქონდა.  სამი თვეა რაც ამ სპექტაკლის დადგმა დავიწყეთ. ბავშვებმა და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შეუძლებელი შეძლეს და  11 ივნისს პრემიერა გვაქვს. ვინაიდან,  კოვიდის  გამო თეატრები ნოემბრამდე ისევ დახურულია, ამიტომ პირველი სპექტაკლი ქართული კულტურის ცენტრ Dancing Crane- ის  დარბაზში გაიმართება.

უდიდესი შრომისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პედაგოგს – თენგიზ შაუთიძეს, ეკა ჩიჩუას, ანი გადელიას, ასევე ქართული ცეკვის ქორეოგრაფებს თამარ წივილაშვილს და ილია სვიანაიძეს, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს: ვიქტორ და ლია სირელსონებს, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის გამოყოფისათვის და გვერდში დგომისათვის და რა თქმა უნდა, მადლობა მშობლებს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები