ლონდონში ქართული რესტორანი „Entrée • ანტრე“ გაიხსნება

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში, ლონდონში გაიხსნება ქართული რესტორანი „Entrée • ანტრე“.

პირველი ლოკაცია ნოთინგ ჰილ გეითის #138.

„წარმატებებს ვუსურვებთ ანტრეს გუნდს ბრიტანეთში ქართული მრავალფეროვანი და უგემრიელესი სამზარეულოს პოპულარიზაციის გზაზე!“ – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

პრემიუმ კლასის კაფე – საცხობი, ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანით თბილისში პირველად 2008 წლის 2 დეკემბერს  გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები