საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ხელოვნების სასახლეში
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეები დამთვალიერებლისათვის ღია იქნება.
მუზეუმში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის აქტი.
აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს, 2016 წელს, ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა გადასცა.
მან ეს ძვირფასი რელიქვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა.