ქეთუნა დანელია სწავლას Emory University-ში განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, ქეთუნა დანელია სწავლას აშშ-ში განაგრძობს.
ქეთუნა Emory University-ში, რომელიც აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, სრული დაფინანსებით ისწავლის თეორიული ბიოფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე.
მას ასევე თანხმობა მოუვიდა აშშ-ის კიდევ ერთი უნივერსიტეტიდან – Syracuse University, თუმცა, სწავლის გაგრძელება Emory-ში არჩია.