ბექა გოჩიაშვილი ელჩ კელი დეგნანს ესტუმრა

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბექა გოჩიაშვილი ელჩ კელი დეგნანს ესტუმრა.

„ბექა, რომელსაც ქართული კულტურის ერთ – ერთ საუკეთესო დიპლომატს უწოდებენ, შეერთებულ შტატებში ჯულიარდის სკოლაში, ნიუ-იორკის სახელგანთქმულ კონსერვატორიაში სწავლობდა. ყოფილი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის თქმით, ბექა ერთ – ერთი საუკეთესო პიანისტი იყო, რომელიც ოდესმე მოესმინა.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ბექამ კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონთან  ჯაზზე, თანამშრომლობისა და იმპროვიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა ბას-გიტარისტ ლევან დეისაძესთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები