FlyArystan-ი ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
„Avia News”- ის ინფორმაციით, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyAristan-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის. კერძოდ, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს ფრენებს ყაზახეთის ქალაქებიდან.
“აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი სწორედ ამ ქალაქებიდან შესრულდება რეგულარული ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულდა მოლაპარაკებები ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-თან.” – ნათქვამია „Avia News”- ის ინფორმაციაში.
როგორც ცნობილი გახდა, FlyArystan-ი ყაზახეთის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 2 მაისიდან დაიწყებს, კვირაში 2 სიხშირით.