როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი… როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მიზნებისკენ სწრაფად და უმტკივნეულოდ მივიდეთ? რატომ არის მნიშვნელოვანი ქოუჩისა და ფსიქოლოგის ჩართულობა ამ ყველაფერში? რისი შეცვლა შეუძლიათ მათ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც სამყარო ასე აჩქარდა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ვიდეობლოგის დღევანდელ სტუმართან ერთად გავცემთ.
სოფიო მარტინოვა საფრანგეთში ცხოვრობს, ის ქოუჩია და უამრავ ადამიანს ეხმარება. სოფიო ამ პროფესიამდე საკუთარმა ისტორიამ მიიყვანა.
,,ქოუჩინგი დღევანდელ სამყაროში პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ეს კითხვების დასმის ხელოვნებაა, რომელსაც სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოდის, პირველ რიგში უნდა ჰქონდეს სურვილი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, უნდა შეეძლოს საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხიმგებლობის აღება… ხშირად შედეგი პირველი შეხვედრის შემდეგაც თვალშისაცემია,“ – ამბობს ინტერვიუში სოფიო.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"