ემიგრანტი ხელოვანია ვიდეობლოგის სტუმარი. ქრისტინე ლონგიშვილი როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს, მისი ნამუშევრებიც, სამშობლოსგან შორს იქმნება. ის ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, პოეტ იოსებ ლონგიშვილის ოჯახში დაიბადა. (იოსებ ლონგიშვილი ავტორია ცნობილი ლექსების, რომლებზე შექნილი სიმღერებიც ყველა ქართველს უყვარს. ეს არის “შატილის ასულო” და ,,რა ლამაზია თუშეთი“).
თუშეთის სიყვარული ქრისტინე ლონგიშვილს დაბადებიან თან სდევს, მან თავის შემოქმედებაშიც განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საყვარელ კუთხეს. მისი მოქარგული ნაკეთობები იტალიასთან ერთად უამრავ ქვეყანაში მოგზაურობს. ქართულ თემატიკაზე შექმნილმა საკიდებმა, ოკეანის გადაღმაც ჩააღწიეს.
,,ემიგრაციის პირველი წლები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. თან სამსახურიც ისეთი შემხვდა – ქუჩის მეორე მხარეს იყო სკოლა და ფანჯრიდან ყოველდღე ვხედავდი მოფუსფუსე მასწავლებლებსა და ბავშვებს. წარმოიდგინეთ ჩემთვის როგორც პედაგოგისთვის, რომელმაც მიატოვა საქმე და წავიდა ემიგრაციაში, ეს რა რთული იქნებოდა. კიდევ უფრო მეტად მიტევდა ნოსტალგია. ვეძებდი რაღაცას, რაც გამომიყვანდა მდგომარეობიდან და ერთხელაც დავიწყე ქარგვა, დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ…“
გაიცანით კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"