,,გულო ბებო“- ემიგრანტი ქალბატონი, რომელმაც საყვარელი საქმე ქველმოქმედებად აქცია და პატარებს ზღაპრებითა და ხელნაკეთი თოჯინებით ახარებს

„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ქართველი ბავშვები ემიგრანტ ქალბატონს, რომელიც მათ იტალიიდან საქართველოში, ონლაინ ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმეს ასწავლის. ის ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს.

გულნარა მიქანაძე-სვანიძე 17 წელია ემიგრაციაშია. იტალიაში ცხოვრობს. ის ბათუმელი მასწავლებელია და წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტებს ხელსაქმეს ასწავლიდა. ხელნაკეთი თოჯინების დამზადება ბავშვობისას დაიწყო. ემიგრაციაში ნოსტალგიის დასაძლევად კი, მეგობრების თოჯინური ორეულების ქსოვას შეუდგა. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მის კოლექციაში ბევრი ცნობილი ქართველის თოჯინა-ასლიც მოხვდა. შემდეგ მათ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ “ორიგინალებს“ უგზავნიდა… გულნარა მიქანაძეს უამრავი გამოფენა ჰქონდა, მათ შორის იტალიაშიც, თუმცა ფინანსური სარგებელი აქედან არასდროს მიუღია, ბავშვებისთვის ქველმოქმედებას მოახმარა… პატარებისთვის წიგნებსაც წერს და თავისივე ხელნაკეთი თოჯინებით ასურათებს.

ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში ,,მედიატორი”

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები