მესამე ეკოსითი თბილისს – ინტერვიუ „მეტი დეველოპმენტის“ მთავარ არქიტექტორთან
საკითხი, რომელსაც დღევანდელი ინტერვიუ ეძღვნება, არა მარტო „მეტი დეველოპმენტისთვის“ ან მომავალი მობინადრეებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი – თბილისში მესამე ეკოსითი აშენდება, რომელიც კრწანისისა და სამგორის შემდეგ, უკვე დიღომში შექმნის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და საცხოვრებლად საუკეთესო პირობების მქონე კომპლექსს. კომპლექსს კი არა, მთელ დასახლებას … გამწვანებული ეზოთი, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნებით, აქტიური და პასიური დასვენების ზონებით, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით, ველობილიკებით, ელექტრომობილების დამტენებითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ფაქტობრივად, ყველაფერი, რის გამოც მობინადრეებს საცხოვრებელი ადგილებიდან შორს უწევთ ხოლმე წასვლა, მათივე ეზოში მოიყრის თავს. ასეთი იქნება თბილისის რიგით მესამე ეკოსითი. კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზეც, ბევრ საინტერესო და სასიამოვნო დეტალთან ერთად, ჩიტებისთვის პატარა სახლებსაც შეხვდებით.
ეკოსითი დიღომი ლუბლიანის ქუჩისა და ა.ბელიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი კ. ჩაჩავას ქუჩის მიმდებარედ, შალვა გოგიძის პირველი ჩიხის N4-ში გაშენდება. ობიექტიდან 700 მეტრ რადიუსში სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ-საქმიანი ობიექტია წარმოდგენილი: საფეხბურთო მოედნები, კორტები, რესტორნები და ა.შ. მოკლედ, თუ ეზოდან გამოსვლა დაგჭირდებათ, შორს წასვლა მაინც არ მოგიწევთ. ყველაფერს თქვენთან ახლოს იპოვით.
რაც მთავარია, ტერიტორიას დაუბრკოლებლად აქვს წვდომა მზის სხივებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქ განლაგებულია სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხეები, რომელთა წყალობით, კომპლექსის ეზო წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება. თანაც, დასახლების გარშემო არასდროს შეგაწუხებთ გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა.
–(გიორგი გაბუნია, „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორი)
ზოგადად, ნებისმიერი ობიექტის დაწყებამდე არქიტექტორების ჯგუფი ტერიტორიის დეტალურ კვლევას ვატარებთ. ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, მათ შორის, ინსოლაცია, აირაცია და დაშორება სამანქანო ნაკადებიდან, ჩვენთვის იდეოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორების გამო, არაერთხელ გვითქვამს უარი ისეთ წინადადებაზე, რომელიც, ბიზნესის თვალსაზრისით, კომპანიისთვის მომგებიანი იქნებოდა, თუმცა წამგებიანი გამოდგებოდა მობინადრისთვის, ვისი ინტერესიც ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას. ერთი ასეთი შემთხვევა საირმის გორაზე გვქონდა. მიწა საკმაოდ იაფად იყიდებოდა, თუმცა არქიტექტორებმა ტერიტორია დავიწუნეთ და პროექტის განხორციელებაზე უარი ვთქვით. მაშინ უარყოფითი გადაწყვეტილება სწორედ ინსოლაციის პრობლემის გამო მივიღეთ – იმ ადგილას მზის სხივების ნაკლებობა იყო. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევა მომავალში კიდევ არაერთხელ იქნება, თუმცა ჩვენ ყოველთვის ჩვენი ღირებულებებით ვიხელმძღვანელებთ. ჩვენ არასდროს დავინტერესდებით ტერიტორიით, რომელსაც მზესთან არ აქვს პირდაპირი წვდომა, გარშემო კი – ხეები და აქტიური დასვენების ზონები.
რაც შეეხება უშუალოდ ეკოსითი დიღომს, კომპლექსი 4 ბლოკისგან შედგება. გასართობი, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის გარდა, ტერიტორიაზე გამტარი მოკირწყვლის სისტემა მოეწყობა. შედეგად, საპარკინგე ადგილი ასფალტით არ დაიფარება. მის ნაცვლად, იქნება გამტარი ზედაპირი, რომელიც წვიმის წყალს მიწის მოსარწყავად გამოიყენებს და ხელს შეუშლის მის დაგუბებას. თავად საპროექტო ნაგებობა მიწის ზევით 19 სართული იქნება. შეიფუთება მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით, მოაჯირებით და მინა-პაკეტით. ტერიტორიაზე დაიდგმება ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები და ინკლუზიური ფანტანები 3 პოზიციით, რომლით სარგებლობას ზრდასრულიც, ბავშვიც და შინაური ცხოველიც შეძლებს. შენობა დაპროექტდება მდგრადი განვითარების პრინციპებით, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტებითა და სრულად იქნება ადატირებული შშმ პირებზე. „მეტი დეველოპმენტში“ მცირე დეტალებსაც ყურადღებას ვაქცევთ და გვინდა, ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე ჩიტებისთვისაც დავკიდოთ პატარა სახლები.
-„მეტი დეველოპმენტი“ ეკოსითი დიღომზე იმავე ღირებულებებით მუშაობს, რითიც კრწანისისა და სამგორის პროექტებზე, კომპანიის ღირებულებებს კი, ჩვენი გვერდის მკითხველი კარგად იცნობს. საინტერესოა, სთავაზობთ თუ არა რაიმე ინფრასტრუქტურულ სიახლეს ეკოსითი დიღომის მომხმარებლებს… რა გამოარჩევს ამ პროექტს ეკოსითის სხვა ორი პროექტისგან და ასევე, რა არის მათი საერთო მთავარი ხაზი?
-ჩვენ, ისევე როგორც ყველა სხვა ეკოსითის შემთხვევაში, ამ ობიექტზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს, მაღალი ხარისხის ხმისა და თბოიზოლაციას, გარშემო ბევრ სიმწვანეს… ეს ის ბაზისური მოთხოვნებია, რომლებიც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არა მხოლოდ გარკვეულ კვადრატულ მეტრს ყიდულობს, არამედ ცხოვრობს მაღალი ხარისხისა და კომფორტის მქონე სახლში, რომელიც შესაბამის გარემოში მდებარეობს, ეკოლოგიურად ჯანსაღ ადგილას. სწორედ ესაა ყველა ეკოსითის მთავარი მახასიათებელი.
რაც შეეხება განსხვავებას, ეს, პირველ რიგში, ტერიტორიის ფართობია. მიწის ნაკვეთი 6 660 კვ.მ-ს შეადგენს, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაპროექტოთ შიდა საუბნო ველოგზები ისე, რომ ადამიანებმა ველოსიპედებით სეირნობა ტერიტორიიდან გაუსვლელად შეძლონ. კომპლექსის ცენტრში განთავსებული იქნება დიდი საზოგადოებრივი სივრცე, ბავშვთა სათამაშო მოედნები და ღია სავარჯიშო დარბაზი, რომელთაც წრეს დაარტყამს ველობილიკი.
-რატომ ისევ ეკოსითი?
-ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი მიმართულება ახალი ტერიტორიების ათვისება და ახალი მშენებლობებია, მეორე კი, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ეს ქალაქის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა. დაკონსერვებული მშენებლობები მოქალაქეებს არა მარტო ხედს, არამედ ხასიათსაც უფუჭებს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ვალია, მოვაწესრიგოთ და გავალამაზოთ ქალაქის იერსახე. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ ბინებს ვერ იღებდნენ. მას შემდეგ, რაც ასეთ ობიექტებზე „მეტი დეველოპმენტი“ შედის, მობინადრეებს აქვთ გარანტია, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება და ბოლოს და ბოლოს მყუდრო საცხოვრებელ გარემოს მიიღებენ. ჩვენთვის ეს ყველაზე მართალი საქმეა. ამ სოციალურ პასუხიმგებლობასაც სწორედ ამიტომ ვიღებთ.
-რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი?
-ამჟამად პროექტირების ეტაპზე ვართ, რაშიც, არქიტექტორებთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან ჩართულნი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტებთან, კონსტრუქტორებთან, მასალის მომწოდებლებთან და ა.შ. ზოგადად, ჩვენ ვქმნით ხოლმე რამდენიმე არქიტექტურულ კონცეფციას და შემდეგ განვიხილავთ, თუ რომელი მიდგომა სჯობს კონკრეტულ ობიექტზე. ზუსტად ახლა ექსტერიერის გარკვეულ ექსპერიმენტებზე ვმუშაობთ. არ ვჩქარობთ და გვინდა, იდეალურ შედეგს მივაღწიოთ, რათა მომავალ მობინადრეებს ძალიან დახვეწილი ფასადები წარვუდგინოთ.
-რა შეგიძლიათ გვითხრათ გეგმარებაზე?
აღსანიშნავია, რომ არქიტექტურულად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, რათა გაგვეკეთებინა ისეთი ღია გეგმარება, რომ მობინადრემ, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლოს ბინების გაერთიანება და საინჟინრო ნაწილმა ამაში ხელი არ შეუშალოს. რაც შეეხება თავად ოთახების ფართებს, ეს მონაცემები ასე გამოიყურება: საერთო ოთახის მინიმალური და მაქსიმალური ფართი 18-დან 40კვ.მ-მდეა, საძინებლის – 14-დან 22კვ.მ-მდე, სამზარეულოსი 8-დან 15კვ.მ-მდე და სველი წერტილის 3-დან 10კვ.მ-მდე.
გვიხარია, რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი დეტალი შეგვიძლია გავითვალისწინოთ და მეტად მოვერგოთ მომხმარებელს. ეკოსითი დიღომის გაყიდვები სულ რაღაც რამდენიმე დღეში დაიწყება… მათ, ვისაც ბინის შეძენა სურს, გვინდა სასიამოვნო სიახლე ვამცნოთ: – შესაძლებელია ყველაზე დაბალ ფასზე ახლავე გაკეთდეს განაცხადი, საკმარისია მსურველი გადავიდეს ბმულზე, შეავსოს მარტივი ფორმა და ყველაზე ხელსაყრელი ფასი გავრცელდება სწორედ იმ მომხმარებლებზე, ვინც წინასწარ დარეგისტრირდა. ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდებიან დარეგისტრირებულებს და ფორმალური დეტალების მოგვარებაშიც დაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ბინის შეძენის და გაფორმების პროცედურა მარტივად და სწრაფად მიმდინარეობს მაშინაც კი, როცა მყიდველი საქართველოში არ იმყოფება. მეტის ოფისთან დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე…
რეგისტრაცია საუკეთესო ფასზე
http://bit.ly/EcoDgm
ინფორმაცია მშენებლობის შესახებ იხილეთ
https://bit.ly/2FRWI0M»