ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ – საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინი ძალაში შევიდა ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

  • არ იხურება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას;
  • მუშაობას განაგრძობენ ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები;
  • იკეტება უმაღლესი სასწავლებლები;
  • არ დაიხურება პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები;
  • იხურება რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები;
  • ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;
  • იქიდან გამომდინარე, რომ კვირას, 1 ნოემბერს სასკოლო არდადეგები სრულდება, რეგიონებს შორის გადაადგილება ორშაბათიდან შეიზღუდება;
  • დაშვებული იქნება ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარში;
  • არ იკეტება მუნიციპალური პარკები;
  • მოქალაქეების გადაადგილება დაშვებული იქნება ერთი საათის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან 1კმ-ის რადიუსში. ამისათვის, კვლავ დაგჭირდებათ შესაბამისი საბუთის შევსება;
  • იხურება ევროპის გარე საზღვრები;
  • ყოველ 15 დღეში ერთხელ მოხდება რეგულაციების გადახედვა.

განახლებულ ინფორმაციას თვალი ადევნეთ საელჩოს ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები