ეკატერინე ფიფია მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია
ქართველი მოჭადრაკე ეკატერინე ფიფია 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
კატომ, ბრწყინვალედ იასპარეზა და 9-დან 8 ქულით 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა ნია დონღვანი, ხოლო 5 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დიანა ლომაიამ.