ინფორმაცია ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.
„• სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ.
- დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები.
- ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
- გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს.
- შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
- საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.
- შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.