„აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“ 7 მინი ვიდეოში

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, The USAID Economic Security Program პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“. ამ პროექტის მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერა და წახალისებაა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა 7 მინი ინსპირირებული ვიდეო – სახელმძღვანელო რომლის მიზანია საქართველოს 7 სხვადასხვა რეგიონის (კახეთი, სვანეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, მესხეთი, რაჭა – ლეჩხუმი) უნიკალური გასტრონომიული ტრადიციების წარმოჩენა.

ვიდეოების გადაღებებისა და ახალი თავგადასავლების თანამონაწილეები არიან ქართველი წარმატებული შეფმზარეულები, რომლებიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად აგემოვნებენ ღვინოს და ამზადებენ რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებს, ათვალიერებენ ბაზრებს, საოჯახო სამზარეულოებსა და თითოეული რეგიონისთვის უნიკალურ და ფერად ქართულ სადღესასწაულო ტრადიციებს უყვებიან მაყურებლებს.

„საკვები და მოგზაურობა ორი მჭიდროდ დაკავშირებული რამაა. ისეთ პერსპექტიულ გასტრონომიულ ქვეყანას, როგორც საქართველოა, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც, საერთაშორისო ტურისტებისთვის ისე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხელახლა აღმოაჩინონ საქართველო და მისი გასტრონომია. ქვეყნის რეკრეაციული შესაძლებლობების გარდა, მოგზაურებმა ვიდეოს მეშვეობით შეიძლება მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიტყონ უფრო მეტი ქართული მადის აღმძვრელი კერძებისა და ქვეყნის უცნობი თავგადასავლების შესახებ.

მინი ფილმები წარმოადგენს საქართველოს რეგიონულ გასტრონომიასა და ღირშესანიშნაობებს, სადაც საქართველოს რეგიონები ასახულია, როგორც ულამაზესი, ხელმისაწვდომი და მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობის მქონე ტურისტული დანიშნულებები.“ – ნათქვამია საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის განცხადებაში.

მინი ვიდეო სერიები გავრცელდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც USAID სა და გასტრონომიის ასოციაციის  სოციალურ ქსელებზე, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის, DMO – ებისა და სხვადასხვა შესაბამისი არხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები