სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს

სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის “Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში “Minecraft Education Edition”-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს. პროექტის ინიციატორია უშუალოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

“Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. “Minecraft Education Edition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო პროგრამა Microsoft Minecraft Education Edition 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტო რეჟიმში განხორციელდება, რაც სწავლის პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემაში მომზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც პროგრამის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები