თამარ ივერი – ბრავო საქართველო და ბრავო ჩვენს ექიმებს!
ოპერის ვარსკვლავი, ქართველი მეცოსოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც თქვენ შეიტყობთ რატომ იყო მისი სიძე მოგზაურობისას გაოგნებული და რატომ აქებს ის ქართველ ექიმებს.
„2 დღის წინ ჩემი სიძე გაფრინდა ბერლინის გავლით ნიუ ჯერსიში. კაცი 2 დღე ევროპაში გაჩერდა ტრანზიტით და გაოგნებული იყო… არც ბერლინში, არც ნიუ ჯერსში არაფერი შეგვიმოწმეს, არც სიცხე არც პირბადე მოგვთხოვეს… ასევე ამერიკაშიც, ისე გამოვედით აეროპორტიდან კაციშვილს არაფერი უკითხავს… პასპორტი აჩვენე – გადი! მორჩა!
ამ კაცმა თავად ჩათვალა მისი ოჯახის წინაშე საჭიროდ და… 2კვირა განმარტოვდა იზოლაციაში, თორემ აეროპორტში არავის მსგავსი არაფერი უთხოვია. არადა უცხოეთიდან ჩამოსულმა რამდენიმე პიროვნებამ ჩემთან საუბარში სასიამოვნო გაკვირვება და აღფრთოვანება ვერ დამალა, რომ აქ ტრაპთან ელოდებოდნენ, 14 დღიან კარანტინში გადაიყვანეს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში აცხოვრებდნენ, ძვირფასად აჭმევდნენ და 14 დღე მათ ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ.
ბრავო საქართველო ამ საკითხში!
და ბრავო ჩვენს ექიმებს!“- წერს თამარ ივერი.