დღეს აშშ- დან ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან
დღეს განხორციელდება ფრენა ვაშინგტონიდან და ჩვენი მოსწავლეები დაბრუნდებიან სამშობლოში.
10 დღის განმავლობაში, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა აშშ-დან ქართველი მოსწავლეების სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებაზე.
„მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და პირადად ელჩის მიმართ“ – განაცხადა მინისტრმა დავით ზანკალიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, მგზავრობის პირველი ნაწილის ანაზღაურებას მთლიანად აშშ-ს მთავრობა განახორციელებს, ხოლო დოჰა-თბილისის მიმართულებით ფრენას საქართველოს პრემიერ მინისტრი და საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს.