ისრაელში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ – ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 7 აპრილის 16:00 საათიდან 10 აპრილის 07:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები

კერძოდ:

• 7 აპრილის 16:00 საათიდან 10 აპრილის 07:00 საათამდე ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;

• 7 აპრილის 16:00 საათიდან 10 აპრილის 08:00 საათამდე ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;

• 8 აპრილის 18:00-დან 9 აპრილის დილამდე იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.

ასევე ძალაში რჩება წინა შეზღუდვები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები