საქართველოს მოქალაქეებს ბარსელონადან სპეცრეისით ჩამოიყვანენ

პირდაპირი სპეცრეისი ბარსელონადან 24 აპრილს შესრულდება. საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით.

24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი
27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
16 აპრილი – პარიზი-თბილისი
18 აპრილი – თელავივი-თბილისი
21 აპრილი – რომი-თბილისი


აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია – 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება:

7 აპრილი – ათენი-თბილისი
10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი
12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები