StopCov ფონდი სახელმწიფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება
ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა – StopCoV ფონდი შეიქმნა
საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და ფინანსური რესურსის გამოყოფის სურვილი გამოთქვა.
კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს.
დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე 1 მილიონ 370 ათასი ლარია.
ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.