საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის – „SME Policy Index – 2020“ მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან  9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

„SME Policy Index 2020“ რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას. კვლევა მიზანია შეაფასოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებების შესაბამისობა ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA – Small Business Act) 10 პრინციპის მიხედვით განსაზღვრული კომპონენტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები