“პანიკა მხოლოდ ფეისბუქზეა – ქუჩაში ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება”
“ფესიბუქს გარეთ ცხოვრება არც ისე საპანიკოა” – ჟურნალისტი ქეთი მიქაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
“მოკლედ, ამ დილით ქუჩაში ვიყავი,მაღაზიაშიც და დავრწმუნდი, რომ პანიკა მხოლოდ ფეისბუქზეა- ქუჩაში ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება და უფრო რაღაცნაირი თბილი გახდა – ადამიანები ერთმანეთს უღიმიან და თავს უკრავენ, მაღაზიაში დახლები სავსეა, “მარშუტკაც“დადის, ავტობუსიც და ტაქსების ცვენაა. ასე რომ, ფეისბუქის გარეთ ცხოვრება არც ისე საპანიკოა – ნუ, თუ აფთიაქში არ გაქვს საქმე – სხვა მაღაზიაში აქციებიც არის და საკმაოდ კარგი ფასდაკლებაა – უბრალოდ დავინახოთ კარგიც და ამ ფეისბუქზეც კარგი ამბები ვწეროთ – კორონაც სულ მალე დამარცხდება – დღეს მეორე გამოჯანმრთელებული გვყავს” – წერს ქეთი მიქაძე.