პროექტი ‘’One Day CEO’’

‘’One Day CEO’’ არის ეროკავშირის მიერ დაფინანსებული გრძელვადიანი პროექტის “Entrepreneurship Academy”- ის შემადგენელი ადგლობრივი აქტივობა.

ღონისძიების მიზანია გაზარდოს ახალგაზრდებში მეწარმეობის მნიშვნელობა, თვითდასაქმების სურვილი და გადასცეს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომელიც მნიშვნელოვანია მეწარმისთვის.

სიმულაციური აქტივობის საშუალებით “One Day CEO”, პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეამოწმონ და განივითარონ თავიანთი სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები ინოვაციური ბიზნეს იდეის შესამუშავებლად, განახორციელონ ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა საჭიროებების გააზრება, აწარმოონ ფინანსური გათვლები, ისწავლონ გუნდური მუშაობა და გაეცნონ კანვას ბიზნეს მოდელს. მონაწილეები განავითარებენ თავიანთ ლიდერულ უნარს ბიზნესში ინოვაციისა და საუკეთესო პრაქტიკის სწავლების გზით. ამ  ყველაფერს კი მოახერხებენ შეზღუდულ დროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები