“ლურჯი მთები, მწვანე საკვები და ქარვისფერი ღვინო” – შვედეთში ქართულ კულინარიულ კრებულს წარადგენენ

13 მარტს ანასტასია ლუნდკვვისტი და შარლოტა ფრუტი შვედეთში, ქართულ რესტორან “სტუმარში” მათ მიერ შედგენილ კულინარიულ კრებულს წარადგენენ. “ლურჯი მთა, მწვანე საკვები, ნარინჯისფერი ღვინო –  ისტორიები და რეცეპტები საქართველოდან”, 140-მდე კერძის რეცეპტსა და ქვეყნის შესახებ საინტერესო ამბების კრებულს წამროადგენს

„ეს არის რეცეპტები ხაჭაპურის მცხობელი ქალებისაგან, ბაზარში მომუშავე ადამიანებისა და იმ მეღვინეებისაგან, რომლებიც საკუთარ მარანში ასხამენ ქარვისფერ ღვინოს და აგრძელებენ ღვინის დაყენების უნიკალურ, 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას“ – ნათქვამია გამოცემის წინასიტყვაობაში.

შვედეთის ქალაქ გოთენბურგში ქართული რესტორნის სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ, ადგილზე დააგემოვნონ გამოცემის რეცეპტების მიხედვით მომზადებული ტრადიციული ქართული კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები