ვაშინგტონში “დედეს” ჩვენება გაიმართება

12 მარტს ვაშინგტონში საქართველოს საელჩო მარიამ ხაჭვანის ფილმის, “დედეს” ჩვენებას უმასპინძლებს. 

დედე“კინოეკრანებზე 2017 წელს გამოჩნდა. ფილმი, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ისა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა, სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს“ გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი კი სვანურ ენაზეა.

კინოჩვენება  აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს საელჩო აშშ-ში ყოველთვიურად მასპინძლობს ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე რეჟისორების ფილმების ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები