Forbes: “საქართველო ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით აშშ-ს, ნორვეგიასა და შვედეთს უსწრებს”

რატომაა ყველასათვის სასურველი საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება? – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ფორბსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 5 მარტს გამოქვეყნდა. ავტორი საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებს მიმოიხილავს და ხაზს უსვამს მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორის მნიშვნელობას როგორც დასავლეთ ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. 

ქვეყნის მოკლე ისტორიული მიმოხილვისას კენეტ რაპოზა აღნიშნავს, რომ ქვეყანა 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, დამოუკიდებელი კი 1991 წელს, ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ გახდა. თუმცა 2008 წელს რუსეთი კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე და უკანონოდ მიისაკუთრა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები.

“საქართველოს ეკონომიკა სერვისები, ტურიზმი, ნედლეული, ღვინო და მსუბუქი წარმოებაა. მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილ რეიტინგში საქართველო, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, მე-7 ადგილს იკავებს, იგი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, ნორვეგია და შვედეთი. ასევე ამ ქვეყანას აქვს ევროკავშირთან დაახლოებისა და ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც 6 წელია, ძალაშია. მათ აქვთ როგორც თავისუფალი სავაჭრო კავშირები, ასევე უვიზო მიმოსვლის პრივილეგია შენგენის ზონის ქვეყნებთან.

”პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გავაერთიანოთ სავაჭრო სტრატეგიის მეშვეობით,” – ამბობს გიორგი ციკოლია, საქართველოს საელჩოს მისიის მოადგილე.

აშშ-საქართველოს სავაჭრო გარიგება ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს გააძლიერებს აშშ –ის პოზიციას რეგიონში და დაეხმარება საქართველოს, განავითაროს თავისი ეკონომიკა და კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს მსოფლიო ეკონომიკის მთავარ აქტორებთან – ნათქვამია “ფორბსის” სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები