ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.

ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო სარეაბილიტაციო საუშაოებს ,მძიმე მდგომარეობაში იყო სახურავი, რის გამოც ტაძარში წყლის ჩასვლის საშიშროება იყო.

ზეპირი გადმოცემის თანახმად, ჯიხეთის მონასტერში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის  ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი.

1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუ“ -ს დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები