მალე ეკრანებზე დოკუმენტური ფილმი ‘’გაუმარჯოს დედოფალს’’ გამოვა
მალე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ეკრანებზე 4 ქართველი ჩემპიონი ქალის ამბავი გაცოცხლდება. ეს იქნება დოკუმენტური ფილმი ‘’გაუმარჯოს დედოფალს’’.
ამ ფილმის მწარმოებელი ქვეყანებია საქართველო, ავსტრია და სერბეთი. რეჟისორი – თათია სხირტლაძე, თანარეჟსორი – ანა ხაზარაძე. სცენარის ავტორი – თათია სხირტლაძე, ინა ივანჩეანუ. ოპერატორი: სებასტიან ტალერი. პროდიუსერები ანა ხაზარაძე, ნინო ჩიჩუა, ლინდა ჯენსენი, კარინ ბერგჰამერი, სარიტა მატიჯევიჩი, ალექსანდერ ივანჩეანუ, ხოლო საპრიოდუსერო კომპანიები: 1991 ფროდაქშენს, ბერგ ჰამერ ფილმს, ფლეიგრაუნდ პროდუქცია, ამურ ფოუ გახლავთ.
,,გაუმარჯოს დედოფალს” მოგვითხრობს ოთხი ქართველი ჩემპიონი მოჭადრაკე ქალის, კერძოდ ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძის და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე, მათ წარსულსა და აწმყოზე. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდში ქალთა ჭადრაკში მათ რევოლუცია მოახდინეს და ის მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს.