29 თებერვალს შეხვედრა “ბავშვები მწერალთა სახლში” გაიმართება
შეხვედრები “ბავშვები მწერალთა სახლში” ყოველ შაბათს მწერალთა სახლში იმართება. შეხვედრებს საბავშვო მწერალი ვასო გულეური უძღვება.
29 თებერვალს, 13 საათზე მორიგი შეხვედრა გაიმართება.
რომელმა თქვენგანმა არ იცის “კიკლი, კიკლი, კიბესა” ან “ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ”, “ეს საწყალი კურდღელი” ან “ტოროლა და ოლოლი”? ეს შესანიშნავი ლექსები მაყვალა მრევლიშვილს ეკუთვნის, რომლის დაბადების დღეც 14 თებერვალს იყო. ბავშვების საყვარელი პოეტის დაბადებიდან 111 წელი შესრულდა.
შაბათის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენებენ მაყვალა მრევლიშვილს და მის საოცარ საბავშვო ლექსებს.
დასწრება თავისუფალია.