28 თებერვალს ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

28 თებერვალს, პარასკევს, 19:00 სთ- ზე,  კინოაკადემიის მცირე კინოდარბაზში, ქართული კინოს კლასიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, სრულიად გამორჩეული ხელწერის და დახვეწილი გემოვნების  ქართველი კინოოპერატორის,  ლ  ერ ახვლედიანის საიუბილეო, შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

ნაჩვენები იქნება ბატონი ლომერის გადაღებული ფილმების მიხედვით შექმნილი ახალი ვიდეო რგოლი და ყველასთვის საყვარელი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ქვევრი“(1970წ. რეჟისორი – ირაკლი კვირიკაძე).

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები