CNN Travel: “საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“
CNN-ის გვერდზე საქართველოს შესახებ მომზადებული მორიგი სტატია გამოქვეყნდა. ამჯერად გამოცემის ყურადღება ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებმა მიიპყრო.
„პირველი, რაც საქართველოს შესახებ მოგზაურებს თავში მოსდით, ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და ტრენდული ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს”- აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა მკითხველს გუდაურისა და ბაკურიანის პოტენციალს აცნობს და საქართველოში მოგზაურობის მსურველებს სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევასაც სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN საქართველოს შესახებ კიდევ რამდენიმე სტატიას მოამზადებს.