“კუპატას” ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

ბათუმელ ძაღლს, რომელიც ბავშვებს საგზაო გადასასვლელზე უსაფრთხოდ გადასვლაში დაეხმარა, აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი აჩუქეს.

“პოპულარულ  “კუპატას” უკვე თავისი კერა აქვს… მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ კერა წარწერით – “ხალხის რჩეული”, რაც ნამდვილად დაიმსახურა.

“კუპატამ” შეძლო საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა. ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს'”, – წერს “ფეისბუქის” გვერდზე აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები