საქველმოქმედო საღამო ბავშვები ბავშვებისათვის
13 იანვარს, 18:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, პატარა სუხიშვილებისა და სტუდია “ანა ბანას” საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანას” მხარდასაჭერად.
ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” პალიატიურ მზრუნველობას უწევს 0-18 წლის ბავშვებს. ჰოსპისი 2017 წელს შეიქმნა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე მუშაობს. მისი მიზანი უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა.
ისიამოვნეთ პატარა ვირტუოზების ხელოვნებით და დაეხმარეთ ბავშვებს, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.