ოსლოში ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ქართველი მხატვრისა და პოეტის, თამარ ლომიძის ნამუშევრების გამოფენას ოსლოს ცნობილი საგამოფენო სივრცე “Galleri Albin Upp” 22 იანვრიდან უმასპინძლებს. გამოფენას საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე გახსნის, ღონისძიებაზე ასევე შესრულდება ქართულ-ნორვეგიული ფოლკლორული ნაწარმოებები.

თამარ ლომიძე აქტიურად მართავს გამოფენებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – ბოლო გამოფენა 2019 წლის მარტში ბათუმში ჰქონდა. მისი ნამუშევრები კი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კერძო კოლექციაში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები