ნორვეგიული გამოცემა ქართული ღვინის შესახებ წერს

“ორი ღვინო ღვინის სამშობლოდან” – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც “Godt Drikke-მ” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. 

გამოცემა მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტ კულტურაზეც საუბრობს  და მკითხველს ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდსა და ადგილობრივ ტრადიციებსაც აცნობს.

“ქართული ღვინოს, რომელიც ნორვეგიაში  იყიდება შენარჩუნებული აქვს მაღალი ხარისხი და საუკეთესო გემოვნური თვისებები” – ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ნორვეგიის ბაზარზე არსებულ 2 ქართულ ღვინოს –  გურაშვილის ქვევრის ქისსა და “ვინივერსიას” საფერავს გამოყოფს და მკითხველს მათ დაგემოვნებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები