კონტინენტის პირველობაზე გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ტირანაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 97 კგ წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა, ხოლო აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ოლექსი ბორუტას სძლია.
26 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) იჭიდავებენ. მირიან მაისურაძე (92 კგ) კი მესამე ადგილის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.